Accentnews.ge
"მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ოღონდ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე"

"მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ოღონდ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე"

29/10/2019 09:16:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, "მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ოღონდ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე". 

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სამართალდამცავმა უწყებებმა დროულად უნდა მოიპოვონ მტკიცებულებები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, დაზარალებულად ცნონ 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული ადამიანები.

„ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. ჩემი აზრით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ოღონდ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. სამართლებრივი თვალსაზრისით, ადამიანს დაზარალებულის სტატუსი მაშინ ენიჭება, როცა შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა იქნება, რომ კანონის დარღვევით მიადგა ზარალი. ეს არის პროკურატურის არგუმენტი, რომ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის: გუშინ სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე აქციის მონაწილეები დაზარალებულად არ სცნო. "ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაციის" მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი 67 პოლიციელს აქვს მიღებული, ხოლო აქციის მხოლოდ 4 მონაწილეს. ამ ცნობებში საია პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S