
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება
09/01/2023 13:51:00 სამართალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 11 იანვარს ჩატარდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატებმა პროცესის ყოველდღიურად ჩატარების შუამდგომლობა დააყენეს.
მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, ამ რეჟიმში პროცესის ყოველდღიურად ჩატარებას ფიზიკურად ვერ შეძლებს. მოსამართლის თქმით, „ამდენ ინფორმაციას“ მიღება და გადამუშავება სჭირდება.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.