
ლარი გამყარებას განაგრძობს
10/01/2023 13:34:10 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6941 ლარი ეღირება, ევრო – 2.8921 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2779 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6990 ლარი ღირდა, ევრო – 2.8809 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2728 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 იანვარს ამოქმედდება.