
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
10/01/2023 16:47:16 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
ბერლინის ცნობით, მინისტრმა ქალაქი ხარკოვიც მოინახულა. მან დაადასტურა, რომ ბერლინი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ვიზიტის ფარგლებში ბაერბოკმა ასევე ისაუბრა უკრაინის გრძელვადიან მიზნებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
"უკრაინელები თავიანთ მომავალს ევროპაში, ევროკავშირში ხედავენ. ამიტომაც მინდა, ვისაუბრო გაწევრიანების პროცესში მიღწეულ პროგრესზე. ჩვენ, როგორც ფედერალურ მთავრობას, გვინდა მივმართოთ ძალიან კონკრეტული შეთავაზებებით უკრაინას, რათა მივაღწიოთ პროგრესს კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კუთხით", – განაცხადა ბაერბოკმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ კიევს გერმანიის შემდგომი სამხედრო დახმარება ექნება“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.