
სააკაშვილის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს
11/01/2023 08:31:03 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტებს, ნობელის პრემიის ლაურეატ ექიმს, ჯეიმს კობსა და ექიმი სტიუარტ ფინკელს დაკითხავენ.
პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.