Accentnews.ge
ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან

ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან

11/01/2023 13:05:58 რეგიონები

ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

აღნიშნულის შესახებ განცხადება მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„ფოთში ძლიერი ქარისა და სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავაადმყოფოში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები. მოქალაქეებს შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე ან დაუკავშირდეთ მერის წარმომადგენლებს. ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S