Accentnews.ge
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მოუწოდა, მიეცეს სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მოუწოდა, მიეცეს სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება

12/01/2023 08:08:19 პოლიტიკა

დღეს საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი და ურმას რეინსალუ სოციალურ ქსელში წერენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილის "პოსტის" თანახმად, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხს, ესტონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფების გზაზე.

„ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა“, - წერს ილია დარჩიაშვილი.

ურმას რეინსალუს გამოქვეყნებული "პოსტის" თანახმად კი, ქართველ კოლეგასთან უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერებისა და უკრაინისთვის საჭირო დახმარების საკითხებზე ისაუბრა. ამასთან გამოხატა მან მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ასევე - შეშფოთება, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, რომ მას მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S