
მაია ხაჯიშვილი და ჯემალ სურმანიძე ნაზიბროლა ბერიძესთან ერთად აჭარის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
12/01/2023 12:39:41 რეგიონები, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნაზიბროლა ბერიძესთან ერთად, აჭარის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 16 იანვარს სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზაობის საკითხი, ასევე 2023 წელს დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები და ღონისძიებები, ისაუბრეს გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ცნობით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება:
2023 წელს იგეგმება საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება:
• საშუალოდ 20 საჯარო სკოლა აჭარაში აღიჭურვება სასკოლო ინვენტარით;
• 5 საჯარო სკოლის საკლასო ოთახები აღიჭურვება ლეპტოპებით, პროექტორით, ეკრანით, ხმის აპარატურით და სხვ., ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე;
• 10 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსება ქართული და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით;
• განხორციელდება 4 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის რემოდელირება- პროექტირება/ინვენტარით და ტექნიკით აღჭურვა;
• 3 საჯარო სკოლა მიიღებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს (პიანინო, გიტარა, დასარტყამი და სასულე ინსტრუმენტები და სხვ);
• 10 საჯარო სკოლა მიიღებს სპორტულ ინვენტარს (ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, სხვ.) საჭიროების მიხედვით.
ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში გათვალისწინებულია:
• მასწავლებლის სახელფასო დანამატი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სწავლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით;
• მასწავლებელთა წახალისება;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ცალკეული საგნების გაძლიერებული სწავლების უზრუნველყოფა.
კონკურსებისა და ოლიმპიადების მიმართულებით ტარდება:
• საგნობრივი ოლიმპიადა; კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის; ლიტერატურული მარათონი; სახვითი ხელოვნების კონკურსი; ესეების კონკურსი; სპორტული შეჯიბრი;
• სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მიზნით სამინისტრო დააფინანსებს 20 სკოლის ბიბლიოთეკარის პროექტს, რომელიც წარმოდგენილი იქნება სკოლის მიერ.
• დაფინანსდება 10 სასკოლო კლუბის ინიციატივა;
• დაფინანსდება საგანმანათლებლო/შემეცნებითი ღონისძიებები საქართველოს ფარგლებს გარეთ; საგანმანათლებლო/შემეცნებითი ღონისძიებები საქართველოში - საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ტური ბათუმის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
• სამინისტრო დააფინანსებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 6 საზაფხულო სკოლის ორგანიზებას.
ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობისთვის აჭარის საჯარო სკოლებში:
• ინკლუზიური განათლების ცენტრების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გათვალისწინებულია დაბა ქედის საჯარო სკოლასა და ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრების ინფრასტრუქტურის მოწყობა.