
უკრაინა სოლედარში კონტრშეტევაზე გადასვლის თაობაზე იუწყება
12/01/2023 17:43:11 მსოფლიო
უკრაინა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში კონტრშეტევაზე გადასვლის თაობაზე იუწყება.
კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე საავიაციო ბრიგადის განცხადებით, უკრანულ ძალებს წინსვლა აქვთ.
„რამდენიმე დღის განმავლობაში უკან დახევის შემდეგ, ჩვენ გარკვეულ წინსვლას მივაღწიეთ. ახლა რკინიგზის სადგური ჩვენია. მაღარო ჩვენია. ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას. სოლედარი უკრაინაა", – წერს 46-ე საავიაციო ბრიგადა ტელეგრამარხზე.
დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი ამ ეტაპზე ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. უკრაინის გენერალური შტაბი უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ სოლედარზე კონტროლი დაამყარა.