Accentnews.ge
საქსტატი – 2022 წლის დეკემბერში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე რეკორდული მოცულობის, 555.8 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა

საქსტატი – 2022 წლის დეკემბერში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე რეკორდული მოცულობის, 555.8 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა

13/01/2023 07:20:56 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე რეკორდული მოცულობის, 555.8 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით, ანუ 136 მილიონი დოლარით მეტია.

მთლიანად 2022 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 5.59 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 31.8%-ით მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, მისი ზომა დეკემბერში 1.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა 31%), მთლიანად 2022 წელს კი საქართველოს იმპორტი 13.45 მილიარდი დოლარი იყო, რაც 33%-ით არის მომატებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S