Accentnews.ge
რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან – უკრაინის გენშტაბი

რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან – უკრაინის გენშტაბი

16/01/2023 05:43:16 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო დარტყმა და 55-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე შეტევას ახორციელებს ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით, სადაც ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 15 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.

უკრაინის სარდლობა აცხადებს, რომ გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა - საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 6 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 1 საწყობი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S