Accentnews.ge
ზელენსკი რუსებს მიმართავს

ზელენსკი რუსებს მიმართავს

16/01/2023 05:55:29 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტერორი უწოდა ქალაქ დნეპრში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე 14 იანვარს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, რასაც 30–მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ ენაზე მიმართა რუსებს, რომლებიც ახლაც კი ვერ ახერხებენ ტერორის დასაგმობად თუნდაც რამდენიმე სიტყვის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს შესანიშნავად ხედავენ და ყველაფერი იციან. ზელენსკიმ რუსებს მიმართა, რომ ლაჩრული დუმილი და ლოდინის მცდელობა იმით დასრულდება, რომ ერთ დღეს ტერორისტები მათაც მიაკითხავენ, რადგან ბოროტება ყოველთვის იმახსოვრებს მათ, ვისაც ეშინია და გარიგებას ცდილობს, და მათი დამცველი აღარავინ იქნება.

15 იანვრის საღამოს მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი. 30-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ქალაქში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S