
დნეპრის საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა
16/01/2023 06:13:24 ევროპა
მაშველებმა კიდევ 5 დაღუპულის ცხედარს მიაკვლიეს უკრაინის ქალაქ დნეპრში, რუსული რაკეტით დანგრეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო უიწყება.
14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. მათ შორის 2 ბავშვია. დაჭრილია 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი. დაკარგულად ითვლება კიდევ 35 ადამიანი.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე სარაკეტო შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს. მისი ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა. ქალაქში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.