Accentnews.ge
დნეპროპეტროვსკის მერი ფიქრობს, რომ არესტოვიჩით უკრაინის კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს

დნეპროპეტროვსკის მერი ფიქრობს, რომ არესტოვიჩით უკრაინის კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს

16/01/2023 06:23:21 ევროპა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის მერი ბორის ფილატოვი ფიქრობს, რომ ალექსეი არესტოვიჩით უკრაინის კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს. საქმე ეხება არესტოვიჩის კომენტარს რუსულ სარაკეტო იერიშზე.

მისი თქმით, არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა.

„ამაზე რეაგირებაა საჭირო. ეს არის საჩუქარი რუსული პროპაგანდისთვის. რატომ აკეთებს ის ამას? მიმაჩნია, რომ კონტრდაზვერვამ მას კითხვები უნდა დაუსვას. გამოვიდა ადამიანი და ამ სიტუაციის სრული დისკრედიტაცია მოახდინა“, – თქვა დნეპროპეტროვსკის მერმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც საცხოვრებელი სახლი დაანგრია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რუსული X–22-ის ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S