Accentnews.ge
რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

16/01/2023 07:19:13 ევროპა

16 იანვარს რუსეთმა და ბელარუსმა დაიწყეს ერთობლივი საჰაერო-ტაქტიკური სწავლება, რომელშიც ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების საავიაციო ქვედანაყოფები მონაწილეობენ,– ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, წვრთნებში ჩართეს რეგიონული დაჯგუფების შემადგენლობაში მყოფი ქვედანაყოფები. რუსეთის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობს საჰაერო-კოსმოსური ძალების საჯარისო ფორმირება.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ერთობლივი წვრთნისთვის, რომელიც მოიცავს საჰაერო დაზვერვას, პატრულირებას, საავიაციო მხარდაჭერას და ტაქტიკური დესანტის გადასხმას, გამოყენებული იქნება რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ყველა აეროდრომი და პოლიგონი.

ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ომში ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა. არსებობს მოლოდინი, რომ მოსკოვი შეეცდება გასული წლის 24 თებერვლის განმეორებას, როდესაც რუსული არმია, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრა უკრაინაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S