პრინცი ჰარის წიგნმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა

16-01-2023 13:26:05 ეს საინტერესოა

პრინცი ჰარის წიგნმა გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა.

მემუარი სახელწოდებით "სათადარიგო" დებიუტის პირველივე დღეს ბესტსელერი გახდა, მსოფლიოს მასშტაბით მისი 1.4 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და მოხსნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას „აღთქმული მიწის“ რეკორდი – დებიუტის დღეს ობამას მემუარის 887,000 ეგზემპლარი გაიყიდა.

წიგნში პრინცი ჰარი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს, მათ შორის, რატომ მოუწია სამეფო ოჯახთან განშორება.

სათაური „სათადარიგო“ ბრიტანულ ტრადიციაზე მიუთითებს, რომელიც გულისხმობს, რომ სამეფო ტახტის პირდაპირ მემკვიდრეს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სათადარიგო ჩამნაცვლებელი, რის როლსაც პრინცი ჰარი წლების განმავლობაში ასრულებდა, თუმცა 2020 წლიდან მან ოფიციალურად დათმო აღნიშნული პოზიცია და სამეფო ოჯახს განუდგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები