
იტალიაში „კოზა ნოსტრას“ ხელმძღვანელი დააკავეს, ის 30 წელი იმალებოდა
16/01/2023 10:53:36 ევროპა
იტალიის ხელისუფლებამ მატეო მესინა დენარო დააკავა, რომელიც მაფიოზური დაჯგუფების „კოზა ნოსტრას“ ხელმღვანელად ითვლება,– იუწყება სააგენტო ANSA წყაროებზე დაყრდნობით.
მაფიის ხელმძღვანელი პალერმოში, კერძო კლინიკაში აიყვანეს, სადაც ის მკურნალობდა. სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო სპეცდანიშნულების ჯგუფის რამდენიმე ათეულმა მებრძოლმა, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყოფდნენ კლინიკის დანარჩენი პაციენტების უსაფრთხოებას.
დენარო მართლმსაჯულებას დაახლოებით 30 წელი ემალებოდა. მას დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 1992 წელს მაფიასთან მებრძოლების ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობისთვის. მაფიის ხელმძღვანელს ასევე ბრალი წაუყენეს მილანში, რომსა და ფლორენციაში აფეთქებების სერიის ორგანიზებისთვის, რასაც ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ეს არის სახელმწიფოს დიდი გამარჯვება, რაც ცხადყოფს, რომ მთავრობა არ ნებდება მაფიას“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ მელონიმ დენაროს დაკავებაზე.
მატეო დენარო იყო უკანასკნელი მსხვილი მაფიოზი, რომელიც იტალიის საიდუმლო სამსახურები ეძებდნენ. ოცდაათი წლის წინ დააკავეს სიცილიური მაფიის კიდევ ერთი ხელმძღვანელი - ტოტო რიინა - მეტსახელად "ურჩხული", 2016 წელს - მისი მემკვიდრე ბერნარდო პროვენცანო. ვარაუდობენ, რომ გაქცევის დროსაც კი, მატეო დენარო წამყვან როლს თამაშობდა ქვეყნის კრიმინალურ სტრუქტურებში.