Accentnews.ge
გერმანიამ დაიწყო პოლონეთში Patriot–ების გადატანა, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ხაზს დაფარავენ – მედია

გერმანიამ დაიწყო პოლონეთში Patriot–ების გადატანა, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ხაზს დაფარავენ – მედია

16/01/2023 12:01:09 ევროპა

გერმანიამ დაიწყო Patriot–ის საჰაერო თავდაცვის სისტემების პოლონეთში გადატანა. ისინი დაიცავენ, მათ შორის, უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სატრანზიტო პუნქტს,– იუწყება Spiegel საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ჟურნალისტების ინფორმაციით, პირველი ჯარისკაცები, რომლებიც პოლონეთში Patriot–ებთან იმუშავებენ, უკვე გავიდნენ ბად–სილზედან. უახლოეს დღეებში ლოკაციას შეიცვლის სამივე საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოცანაა უკრაინის საზღვართან პოლონეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.

Patriot ასევე დაფარავს გადაზიდვის პუნქტს, სადაც უკრაინის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გადმოტვირთვა ხორციელდება. ბუნდესვერის წარმომადგენლებმა ბოლო კვირების განმავლობაში დაათვალიერეს ზამოსკში მდებარე საწყობის ტერიტორია, სადაც ტვირთი მიეწოდება უკრაინას. ის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. გერმანიის საჰაერო ძალების გეგმის მიხედვით, 600 ჯარისკაცი განლაგდება პოლონეთში, რათა მოემსახუროს საჰაერო თავდაცვის სამ სისტემას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S