Accentnews.ge
ტერორი რუსეთის სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად იქცა  – ზელენსკი

ტერორი რუსეთის სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად იქცა  – ზელენსკი

16/01/2023 12:41:07 ევროპა

დღეს, რუსეთის ერთადერთი ტაქტიკა ტერორია. ასეთი ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი დამარცხება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ტერორი იქცა რუსეთის სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად.

„ტერორი იქცა მათი სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად. ჩვენთვის ყველაზე ბნელი დრო არის არა დრო სინათლის გარეშე, არამედ დრო თავისუფლების გარეშე“, - წერს ზელენსკი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, 40-მდე გაიზარდა 14 იანვარს ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია.

მაშველების ინფორმაციით, 16 იანვრის 13:00 საათის მონაცემებით, 39 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათგან 6 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან -14 ბავშვი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი პირი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს. მისი ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა. ქალაქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S