Accentnews.ge
ოკუპანტებმა სოლედარი 134-ჯერ დაბომბეს, ბახმუტზე თავდასხმები არ წყდება – ჩერევატი

ოკუპანტებმა სოლედარი 134-ჯერ დაბომბეს, ბახმუტზე თავდასხმები არ წყდება – ჩერევატი

16/01/2023 13:44:05 ევროპა

ბოლო დღის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა სოლედარი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, 134-ჯერ დაბომბეს,– განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთდაჯგუფების წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატმა.

„ბახმუტის მიმართულება 259–ჯერ დაიბომბა, იყო 38 შეტაკება. მტერმა სოლედარს ესროლა 134-ჯერ. მტერი ასევე ცდილობს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ავდეევკის მიმართულებით",– თქვა სამხედრომ.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთიდან იბრძვიან როგორც საზღვაო ქვეითები, ასევე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულები, რომლებიც ძირითადად ყოფილი პატიმრები არიან. მისი თქმით, მტერი უტევს მცირე ქვეითი ჯგუფებით და ცდილობს უკრაინის თავდაცვითი ხაზის გამოფიტვას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დაიკავეს სოლედარი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S