
ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება
30/10/2019 05:10:01 სხვა, მსოფლიო
დიდი ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში მიიღეს. ვადამდელი არჩევნების გამართვას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 20.
შეგახსენებთ, რომ ვადამდელი არჩევნების გამართვის ინიციტივით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მას შემდეგ გამოვიდა, რაც საკანონმდებლო ორგანომ, მის მიერ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმება არ დაამტკიცა. მოგვიანებით, ევროკავშირმა "ბრექსიტის" პროცესი სამი თვით გაახანგრძლივა. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს გადავადება არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ეს მაინც ეთხოვა, რადგან პარლამენტმა მისი გეგმის დაჩქარებულ ვადაში განხილვაზე უარი თქვა.