
პოლონეთში მასშტაბური ავარია მოხდა 40 მანქანის მონაწილეობით
16/01/2023 14:16:24 ევროპა
პოლონეთის სამხრეთით, ავტომაგისტრალზე მასშტაბური ავარია მოხდა, რომელშიც 40 მანქანა მონაწილეობდა. იუწყებიან რვა დაშავებულის შესახებ, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია.
სამაშველო სამსახურის ცნობით, დაზიანდა 40 ავტომობილი, მათგან 24 მნიშვნელოვნად.
როგორც იუწყებიან, პირველი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ, სხვა მძღოლებმა ცუდი ხილვადობისა და ყინულის გამო ვერ მოასწრეს ორიენტირება და სიჩქარის შენელება და დაახლოებით 600 მეტრის სიგრძის მონაკვეთში შეეჯახნენ ერთმანეთს.