Accentnews.ge
რუსი ოლიგარქის ყოფილმა კლუბმა თანხა უკრაინის არმიას მისცა

რუსი ოლიგარქის ყოფილმა კლუბმა თანხა უკრაინის არმიას მისცა

16/01/2023 16:38:19 ევროპა

უკრაინული საფეხბურთო კლუბი "შახტარი" ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის დახარჯავს მილიარდ გრივნას (25 მილიონი დოლარი), რომელიც მიიღო ნახევარმცველის მიხაილო მუდრიკის ბრიტანულ „ჩელსიში“ტრანსფერიდან ,– განაცხადა უკრაინული კლუბის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა რინატ ახმეტოვმა.

მან დააზუსტა, რომ თანხა მარიუპოლის დამცველებსა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გადაეცემა. ამისთვის შეიქმნება პროექტი „აზოვსტალის გული“.

„მათი ღვაწლი უბადლოა თანამედროვე ისტორიაში. სწორედ მათი წყალობით, მათი თავგანწირვითა და სიმამაცით, ომის პირველ თვეებში მტრის შეკავებით დღეს ყველანი ვგრძნობთ უკრაინის გამარჯვების გარდაუვალობას. [...] თანხები მიმართული იქნება სხვადასხვა საჭიროებებზე - მკურნალობა, ფსიქოლოგიური დახმარება, პროთეზირება და ა.შ.“, - განაცხადა ახმეტოვმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ბიზნესმენმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის 4,3 მილიარდი გრივნა (110 მილიონი დოლარი) გაიღო და არის უკრაინის ჯარების ყველაზე დიდი კერძო სპონსორი.

22 წლის მუდრიკმა „ჩელსისთან“ 8,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერმა 70 მილიონი ევრო შეადგინა, კიდევ 30 მილიონი ევრო პრემიების სახით იყო გათვალისწინებული. გარიგება უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული იყო. მადრიკი 15 იანვარს გულშემატკივრებს „კრისტალ პალასთან“ საშინაო მატჩისას წარუდგინეს. ის მოედანზე უკრაინის დროშით შევიდა.

მაისამდე „ჩელსი“ რუს ოლიგაქრს რომან აბრამოვიჩს ეკუთვნოდა. ის იძულებული გახდა, გაეყიდა „ჩელსი“ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ: ის მოექცა ბრიტანეთის სანქციებს ქვეშ, როგორც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რამაც კლუბი დანგრევის საფრთხის წინაშე დააყენა.

გუნდის ახალი მფლობელი გახდა ინვესტორთა ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბოელი ხელმძღვანელობდა.

გარიგებამ შეადგინა 4,24 მილიარდი ფუნტი (5 მილიარდი ევრო), მაგრამ აბრამოვიჩს არც ერთი ცენტი არ მიუღია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანეთის ხელისუფლება მას არ დაამტკიცებდა. თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას და კლუბის განვითარებას, ასევე ზოგადად ეროვნულ ფეხბურთს. ახმეტოვმა განაცხადა, რომ დონეცკის გათავისუფლების შემდეგ „შახტარი“ დონბას არენაზე „ჩელსისთან“ ამხანაგურ მატჩს გამართავს. თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S