
ყარაბაღის მოსახლეობა სურსათს ვაუჩერით მიიღებს
16/01/2023 17:50:54 კავკასია
ხვალიდან ბლოკადაში მყოფი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ერთი ლიტრი მცენარეული ზეთი, ერთი კილოგრამი ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა და შაქარი სასურსათო ვაუჩერებით გადაეცემა.
ვაუჩერის 19 პუნქტი გაიხსნა სკოლებში და სტეფანაკერტის უნივერსიტეტში, სოფლებში ვაუჩერები გაიცემა სოფლის ადმინისტრაციაში, განაცხადა არაღიარებული ყარაბაღის საბინაო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჰარ პოღოსიანმა.
„პაკეტიპირს გადაეცემა აუჩერის მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში პირს შეუძლია, მიმართოს სამეურნეო სუბიექტს და შეიძინოს ეს საკვები პროდუქტები ვაუჩერში მითითებული ოდენობით და ვადაში“, - განაცხადა მან.
წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, მწვანე და ყვითელი ვაუჩერების მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ ყარაბაღში რეგისტრირებულ პირებს, არამედ მათ, ვინც დროებით ჩავიდა რეგიონში და ბლოკადაში აღმოჩნდა.
ყარაბაღში ვაუჩერული სისტემის საჭიროება განიხილებოდა მას შემდეგ, რაც ბლოკადის პირველივე ათი დღის განმავლობაში მაღაზიების თაროები დაცარიელდა.
„არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყიდვას ვერ ასწრებენ. მაგალითად, პენსიონერები ან მცირეწლოვანი ბავშვები. მაგრამ მაინც ეცოდინებათ, რომ მათი წილი პროდუქტი მაღაზიაში რჩება, უნდა მივიდნენ და მიიღონ“, - თქვა ადგილობრივმა ზინა ნაჯარიანმა.