
გერმანია რუსეთისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოდის
16/01/2023 19:19:32 ევროპა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 16 იანვარს გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო რუსეთის ხელისუფლებას გაასამართლებს.
ბერბოკი განმარტავს, რომ რუსეთი პასუხს ვერ აგებს თავისი აგრესიისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში – ჰააგაში, რადგან ამ სასამართლოს მხოლოდ იმ საქმეების განხილვა შეუძლია, რომელთა მონაწილე ორივე მხარე სასამართლოს წევრია, ან საქმე სასამართლოსთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერაა გადაცემული. რუსეთი ICC-ის წევრი არ არის და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.
ამიტომ, ბერბოკი "ახალი ფორმატის" შექმნის მოწოდებით გამოვიდა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში.
"რუსეთის ლიდერებს აქ და ახლა მკაფიო მესიჯი უნდა გავუგზავნოთ, რომ ომი დაუსჯელი არ დარჩება", – თქვა გერმანელმა დიპლომატმა.