Accentnews.ge
Challenger 2–ის ტანკები, AS90, Bulldog–ის ჯავშანტრანსპორტიორები: ბრიტანეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

Challenger 2–ის ტანკები, AS90, Bulldog–ის ჯავშანტრანსპორტიორები: ბრიტანეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

16/01/2023 19:40:13 ევროპა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც მოიცავს Challenger 2–ის ტანკებს, AS90 თვითმავალებს და Bulldog-ის ჯავშანტრანსპორტიორებს, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.

მინისტრმა დააზუსტა, რომ უკრაინის არმია მიიღებს 14 ტანკს, 30 AS90–სდა რამდენიმე ათეულ ჯავშანტრანსპორტიორს.

მძიმე ჯავშანტექნიკის გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებს: ათობით დრონს, 100 მოწინავე რაკეტას, 100 ათას საარტილერიო ჭურვს, სათადარიგო ნაწილებს უკრაინული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შესანარჩუნებლად.

ბრიტანეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ "უახლოეს დღეებში" ქვეყანა დაიწყებს უკრაინული ტანკერების მომზადებას Challenger 2-ის ტანკების გამოყენებაში. ბრიტანეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული ტანკისტების წვრთნა არის უფრო ფართო პროგრამის ნაწილი, რომლის კურსიც "ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რამდენიმე ათასსმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა“.

„ჩვენ ვაჩქარებთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის დღემდე ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტით. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინელებმა შეძლონ თავის დაცვა, გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა, მოიგონ ეს ომი და უზრუნველყონ ხანგრძლივი მშვიდობა“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ 2023 წელს უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს მიაწვდიან.

გარდა ამისა, საფრანგეთმა გამოაცხადა უკრაინის არმიისთვის მსუბუქ ბორბლიანი ტანკების მიწოდება, ხოლო კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს, შეიძინოს NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S