
„ვაჩქარებთ მხარდაჭერას, უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინელებმა შეძლონ თავის დაცვა, მოიგონ ეს ომი“: სუნაკი ბრიტანეთის დახმარების გამოცხადების შემდეგ
16/01/2023 19:57:23 ევროპა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი რიში სუნაკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას და გაერთიანებული სამეფო ამისთვის საჭირო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა 16 იანვარს სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოცხადების შემდეგ დაწერა.
„ჩვენ ვაჩქარებთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის დღემდე ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტით. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინელებმა შეძლონ თავის დაცვა, გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა, მოიგონ ეს ომი და უზრუნველყონ ხანგრძლივი მშვიდობა“, - განაცხადა რიში სუნაკმა.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ახალი დახმარების შესახებ ნათქვამია, რომ : „უკრაინაში ჩელენჯერ 2-ის ტანკების გაგზავნა არის ბრიტანეთის მხარდაჭერის აჩქარების დასაწყისი. 14 ტანკისგან შემდგარი კოლონა ქვეყანას უახლოეს კვირაში გაემგზავრება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთი დამატებით დახმარებას გაუწევს უკრაინას სახმელეთო ომში. მოსალოდნელია, რომ მათ შემდეგ დაახლოებით 30 მსხვილი AS90 თვითმავალი მოსწობილობა გაიგზავნება“.
უკრაინის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს თანამედროვე ტანკების აუცილებლობის შესახებ. ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში Politico თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინა დასავლეთს სთხოვდა თანამედროვე ტანკების სასწრაფო მიწოდებას, რათა წარმატებული ყოფილიყო კონტრშეტევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.