Accentnews.ge
როგორ გადაურჩა ზელენსკი მკვლელობის მცდელობას 12–ჯერ –The Independent

როგორ გადაურჩა ზელენსკი მკვლელობის მცდელობას 12–ჯერ –The Independent

16/01/2023 20:19:22 ევროპა

CIA-ს დირექტორმა ბილ ბერნსმა გააფრთხილა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ვიზიტისას მკვლელობის საფრთხის შესახებ რუსეთის შეჭრის წინ გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე,– წერს The Independent.

აშშ-ის პრეზიდენტების ადმინისტრაციების შესახებ წიგნების ავტორი კრის უიპლი ამ ინფორმაციას აღწერს საკუთარ წიგნში "მისი ცხოვრების ბრძოლა: ჯო ბაიდენი თეთრი სახლის შიგნით".

აღნიშნულია, რომ ბერნსი ომის დაწყებამდე ჩავიდა კიევში, რათა ეცნობებინა ზელენსკისთვის მისი მკვლელობის რუსული გეგმის შესახებ და „გადაემოწმებინა რეალობა“, რომელშიც ზელენსკი ცხოვრობდა, „რადგან ზელენსკის დამოკიდებულება აშშ-ის გაფრთხილებებთან მიმართებით უჩვეულო იყო“.

უიპლის თქმით, ბაიდენმა დაავალა CIA-ს დირექტორს - აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში - მიეწოდებინა ზელენსკისთვის "რუსული შეთქმულების ზუსტი დეტალები": "ამან მაშინვე მიიპყრო ზელენსკის ყურადღება; ის გაოგნებული იყო ამ ამბებით".

უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ გადაურჩა რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის12-ზე მეტ მცდელობას. უიპლი წერს, რომ ამ წარმატების ორი ისტორია უკავშირდება აშშ-ის დაზვერვის ცნობებს, რომელიც ბერნსმა გაუზიარა კიევში ვიზიტის დროს:

„სადაზვერვო მონაცემები იმდენად დეტალური იყო, რომ დაეხმარებოდა ზელენსკის უსაფრთხოების ძალებს, თავიდან აგეცილებინა რუსების ორი მცდელობა მის წინააღმდეგ“.

2022 წლის მარტში The Times-ის ბრიტანულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ მცირე სამჯერ გადაურჩა მკვლელობის მცდელობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S