
რუსეთის შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან – უკრაინის გენშტაბი
17/01/2023 06:05:51 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო, 7 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 11 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და 2 საწყობი.