Accentnews.ge
უკრაინამ სლოვაკეთისგან Zuzana 2 მიიღო

უკრაინამ სლოვაკეთისგან Zuzana 2 მიიღო

17/01/2023 06:23:36 ევროპა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სლოვაკური წარმოების მერვე თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„ეს არის რვა თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2-დან ბოლო, რომლის უკრაინისთვის მიწოდების ვალდებულება სლოვაკეთმა შარშან, ივნისში დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე აიღო,“ - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

რვა ერთეული Zuzana 2-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდების ხელშეკრულების შესრულების გარდა, სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Konstrukta-Defens-ი უკრაინისთვის კიდევ 16 ერთეულ ამ ტიპის აღჭურვილობას დაამზადებს, რომელსაც ერთობლივად დააფინანსებენ დანია, გერმანია და ნორვეგია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S