Accentnews.ge
პუტინმა გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა – უკრაინის დაზვერვა

პუტინმა გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა – უკრაინის დაზვერვა

17/01/2023 06:28:55 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავების განკარგულება მისცა.

„ეს არ არის პირველი ვადები. ეს ვადები ყოველ ჯერზე გადაიდო. ერთი წელი გავიდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან და ერთი წელი მას შემდეგ, რაც მათ „სამ დღეში აიღეს კიევი“. ამჯერადაც არაფერი გამოვა“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

მისი თქმით, პუტინი არ ტოვებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინელების, როგორც ერის განადგურების გეგმებს.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის თანამდებობიდან გენერალი სერგეი სუროვიკინი დაითხოვეს და უკრაინის წინააღმდეგ ომის ხელმძღვანელობა დაევალა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S