Accentnews.ge
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

30/10/2019 06:25:19 სხვა, სამართალი

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გორთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის დამცავი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

მძღოლი და კიდევ ერთი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ერთ პაციენტს ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, მეორეს კი - ტრავმული დაზიანებები. არსებული ინფორმაციით,  ავტომანქანაში მყოფი პირები ნათესავები არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S