Accentnews.ge
პრემიერის ინიცირებული საახალწლო აქტივობები სენაკში დასრულდა

პრემიერის ინიცირებული საახალწლო აქტივობები სენაკში დასრულდა

17/01/2023 08:31:38 რეგიონები, რეკლამა

საახალწლო ღონისძიებები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარდა და მასში 50 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტში დასრულდა.

სენაკში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწყო.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ბაზრობები - ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

გაიმართა კონცერტი - ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

დღის ბოლოს, მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები - სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, ბენდთან ერთად და ჯგუფი ,,ANIK" წარდგნენ.

პროექტი მეორე წელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S