Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა"

ღარიბაშვილი: "ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა"

17/01/2023 08:52:01 პოლიტიკა

კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველოს სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა:

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან.

განვიხილეთ საქართველოს ბიზნეს პარტნიორობის პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S