საუკუნის ბოლოსთვის ენების 95% შეიძლება, გაქრეს – გაერო

17-01-2023 15:23:27 ეს საინტერესოა

სტიქიური უბედურების გამო, რომელიც დიდწილად გლობალურ დათბობას უკავშირდება, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის იმ ადგილებში, სადაც მათ სხვის ენაზე უწევთ საუბარი. გაეროს შეფასებებით, ამ საუკუნის ბოლოსთვის არსებული 7 000 ენის 95% შეიძლება, გაქრეს.

კანადელი სპეციალისტის კუინს ანასტასია რილის თქმით, მრავალი მცირე ენობრივი საზოგადოება ბინადრობს კუნძულებსა და სანაპიროებზე, რომლებიც დაუცველია ქარიშხლებისგან. სხვები ცხოვრობენ ისეთ ქვეყნებში, სადაც დათბობა საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობისა და თევზაობის ტრადიციულ მეთოდებს. ყველა ეს ფაქტორი ხალხს მიგრაციისკენ უბიძგებს. თემები იფანტებიან იმ ადგილებში, სადაც მათი ენა არ ფასდება.

2021 წელს 23,7 მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები ბუნებრივი კატასტროფების გამო, 2018 წელს – 18,8 მილიონმა. მიგრაციის უმეტესი ნაწილი მოდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე, სადაც კუნძულოვანი სახელმწიფოების მოსახლეობა სწრაფად მცირდება. ამასთან, სწორედ აქ ყვავის მკვიდრი ხალხების ენები. ახალი ზელანდიის ექსპერტების აზრით, მსოფლიოს ხუთი ენიდან ერთ -ერთი წყნარი ოკეანის რეგიონს ეკუთვნის. ვანუატუში - კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში - ამჟამად საუბრობენ 110 ენაზე. ქვეყანას აქვს პლანეტაზე ენების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე. ვანუატუ ასევე არის ერთ -ერთი სახელმწიფო, რომელიც ყველაზე მეტად დგას ზღვის დონის გაზრდის რისკის ქვეშ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები