
ბელარუსში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყებიან
17/01/2023 11:57:05 სამართალი
ბელარუსის სამთავრობო არხის „ბელარუს 1“-ის ცნობით, ქვეყნის სპეცსამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას.
როგორც ანტიუკრაინული გზავნლებით გაჯერებულ სიუჟეტში გადმოსცემენ, 36 წლის ზირაქიშვილი პოლონეთში ცხოვრობდა, სადაც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნებულს ევროკავშირში შესვლა აეკრძალა საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო.
ამავე სიუჟეტის მიხედვით, ზირაქაშვილმა გადაწტვიტა, უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონს“ შეერთებოდა. იუწყებიან, რომ საქართველოს მოქალაქე ძალოვნებმა ბელარუსში დააკავებს.
ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხის წამყვანმა, რომელიც იმეორებს რუსული პროპაგანდის ხაზს „ნაცისტების“ თაობაზე, მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა უკრაინის საელჩო და ელჩი საომრად ხალხის გადაბირებაში. თქვა, რომ უკრაინის საელჩო სთავაზობს მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრებას ბელარუსის, მოლდოვისა და პოლონეთის გავლით.
სიუჟეტში გამოყენებულია „ოპერატიულ კადრები“, რომელიც თითქოსდა ეჭვმიტანილი მამაკაცის უკრაინის საელჩოს სავარაუდო თანამშრომლებთან შეხვედრას ასახავს, თუმცა პროექტ „ნასტაიაშეე ვრემიას“ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რეალურად ისინი ბელარუსი ძალოვნები არიან და არა საელჩოს თანამშრომლები.