
უკრაინის სპეცსამსახურმა დაადგინა ФСБ–სოფიცერი, რომელიც კოორდინაციას უწევდა "სადამსჯელო ღონისძიებებს“ ხერსონში
17/01/2023 13:04:54 ევროპა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დაადგინეს რუსული სპეციალური სამსახურების წარმომადგენლის ვინაობა, რომელიც ხერსონის ოკუპაციის დროს კოორდინაციას უწევდა "სადამსჯელო ორგანოების" მუშაობას.
ის აღმოჩნდა ФСБ–ს მე -5 განყოფილების თანამშრომელი სერგეი სინცინი, მეტსახელად „საბირი ”.
„გასული წლის მარტში ის ჩავიდა დროებით ოკუპირებულ ხერსონში ადგილზე სადამსჯელო ორგანოების ე.წ. "დროებითი ოპერაციული ჯგუფი #8“–ს ჩამოსაყალიბლებლად. ოფიციალური პირი უშუალოდ მონაწილეობდა მოსკოვის მიერ კონტროლირებადი "ხერსონის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი დირექტორატის“ შექმნაში. სწორედ ეს ფსევდო ფორმირება ასრულებდა კრემლის დავალებებს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მკვიდრთა წინააღმდეგ მასობრივ რეპრესიებთან დაკავშირებით, ” - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. უწყებაში აცხადებენ, რომ ხსენებული პირი კოორდინაციას უწევდა საოკუპაციო ორგანოების ხელმძღვანელებისა და შემადგენლობის დანიშვნას და შემდეგ კოორდინაციას უწევდა მათ სადამსჯელო ღონისძიებებს მოქალაქეების წინააღმდეგ.
”დაფიქსირდა ხალხის გატაცებისა და წამების ფაქტები,” - განაცხადეს უწყებაში.
”გარდა ამისა, ბოროტმოქმედი ჩაერთო რუსული აგენტურული აპარატის შექმნაში რეგიონში დივერსიული საქმიანობის ჩასატარებლად.ამისათვის იგი ცდილობდა ყოფილი პოლიციელების და ადგილობრივი თანამდებობის პირების გადაბირებას. მათ „საბირის” ბრძალებით უნდა დაედგინათ და გაეთქვათ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების ადგილსამყოფელი. ოპერატიული მონაცემების თანახმად, ФСБ- ს წარმომადგენელი ხერსონის განთავისუფლების დროს, სხვა რუს დამპყრობლებთან ერთად გადავიდა მდინარე დნეპერის მარცხენა სანაპიროზე, ” - ნათქვამია მოხსენებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ მიიღება ზომები დამნაშავესთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებად.
2022 წლის 11 ნოემბერს ხერსონი დაბრუნდა უკრაინის კონტროლის ქვეშ.