
ისრაელი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
30/10/2019 07:01:13 სხვა, მსოფლიო
ისრაელის საჰაერო ძალები თავდაცვის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ისრაელის საელჩოების დაცვა გაძლიერდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია თავდაცვის სისტემები, რადგან ირანმა შესაძლებელია საკრუიზო რაკეტებით ან საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელოს ისრაელის ტერიტორიაზე.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ, ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ირანს სურს გამოიყენოს ერაყი, სირია, ლიბანი და იემენი, როგორც ბაზები ისრაელზე შეტევების განსახორციელებლად“.