Accentnews.ge
ბათუმის მერიის თანამშრომლი დააკავეს

ბათუმის მერიის თანამშრომლი დააკავეს

17/01/2023 13:10:20 სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ირკვევა, რომ დაკავებულია გიგა ხინკილაძე.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S