Accentnews.ge
არესტოვიჩს გადადგომის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილეს

არესტოვიჩს გადადგომის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილეს

17/01/2023 14:07:43 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დააკმაყოფილა ოლექსი არესტოვიჩის განცხადება უშტატო მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ,– იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესმდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით.

მისი თქმით, პრეზიდენტის ოფისის აპარატის უფროსმა მარია ვიტუშოკმა არესტოვიჩის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 17 იანვარს დაწერა.

„დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება. მსურს ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი, პრინციპული შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - დაწერა არესტოვიჩმა "ტელეგრამში".

არესტოვიჩის ირგვლივ სკანდალი მის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსული რაკეტა, რომელიც 14 იანვარს ქალაქ დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. არესტოვიჩმა ბოდიში მოუხადა დაღუპულთა ნათესავებს, დნეპრის მცხოვრებთ და ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, ვისაც აწყენინა. თუმცა მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. ოფიციალური მონაცემებით, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა 44 ადამიანის, მათ შორის 5 ბავშვის სიცოცხლე. დაშავდა 79, მათგან 16 ბავშვი. მაშველებმა გადაარჩინეს 39 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S