Accentnews.ge
გენერალი ზალუჟნი პირისპირ პირველად შეხვდა გენერალ მილის

გენერალი ზალუჟნი პირისპირ პირველად შეხვდა გენერალ მილის

17/01/2023 17:47:53 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი 17 იანვარს პირისპირ პირველად შეხვდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის.

როგორც ზალუჟნიმ განაცხადა, შეხვედრა პოლონეთში შედგა.

„გენერალ მილის მადლობა გადავუხადე განუხრელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის",– თქვა უკრაინელმა გენერალმა და დასძინა, "მოვხაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწრაფო საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას“.

20 იანვარს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, რამშტაინში გაიმართება უკრაინის მოკავშირეთა მორიგი შეხვედრა, რომელზეც ითათბირებენ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გეგმებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S