Accentnews.ge
Patriot-ის სისტემები უკრაინას შესაძლოა, კიდევ ერთმა ქვეყანამ მისცეს

Patriot-ის სისტემები უკრაინას შესაძლოა, კიდევ ერთმა ქვეყანამ მისცეს

17/01/2023 18:22:30 ევროპა

ნიდერლანდებმა უკრაინას შესაძლოა Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიაწოდოს. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ხოლო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს შესაბამის განცხადებას ჰოლანდიური მედიაც ავრცელებს.

მედია წერს, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე განაცხადა.

"ნიდერლანდები მუდმივად განიხილავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობას", - თქვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საშა ლუვოფმა და დასძინა, რომ ნიდერლანდები „პრიორიტეტს ანიჭებს უკრაინისთვის სამხედრო მიწოდებას“.

ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ამსტერდამი განიხილავს გერმანიასთან ერთად Patriot-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას, მას შემდეგ, რაც ბერლინმა ამისთვის მზაობის შესახებ განაცხადა.

ქვეყანაში Patriot-ის სისტემის გამოყენება 1987 წელს დაიწყეს. ამ „მიწის-ჰაერის“ სარაკეტო სისტემებს შეუძლიათ თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალება 20 კილომეტრამდე სიმაღლეზე და 60 კილომეტრამდე მანძილზე. ევროპაში მხოლოდ გერმანიას, ესპანეთსა და ნიდერლანდებს აქვთ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

21 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც პირველად ითვალისწინებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის პატრიოტის გადაცემას. ამის შემდეგ გერმანიაც დაჰპირდა უკრაინას Patriot-ით უზრუნველყოფას.

ამ კვირაში ასამდე უკრაინელი ჯარისკაცი ჩავიდა აშშ–ში, ოკლაჰომას ბაზაზე Patriot-ის გამოყენების შესასწავლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S