
ზელენსკამ დავოსის ფორუმზე მშვიდობის უკრაინული ფორმულა წარადგინა და ჩინეთის დელეგაციას წერილი გადასცა
17/01/2023 18:59:26 ევროპა
უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მშვიდობის უკრაინული ფორმულა წარადგინა.
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში. გრძელდება სიმართლის თქმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.
ყველამ იცის ომის რუსული ფორმულა: ტერორისტული აქტები, გენოციდი, ომის დანაშაულები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება.
უკრაინული მშვიდობის ფორმულა, პირიქით, შეიცავს ათ პუნქტს, რომლებსაც შეუძლია უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ცხოვრება უსაფრთხო და სამართლიანი გახადოს.
მადლობელი ვარ ოლენა ზელენსკასი უკრაინის მშვიდობის ფორმულის წარდგენისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის გამარჯვებისთვის”, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ოლენა ზელენსკამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთის დელეგაციას, კერძოდ, ჩინეთის ვიცე-პრემიერ ლიუ ჰეს გადასცემს წერილს პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებებით ომის დასრულების შესახებ. მან მოითხოვა, რომ ეს წერილი გადაეცეს პრეზიდენტ სი ძინპინს.
პირველმა ლედიმ თქვა, რომ მას ასევე აქვს წერილები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და შვეიცარიის პრეზიდენტ ალენ ბერსეტისთვის.