Accentnews.ge
სოლედართან რუსული სუ-25–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

სოლედართან რუსული სუ-25–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

17/01/2023 19:53:15 ევროპა

რუსული მოიერიშე სუ-25 უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქში, სოლედართან ჩამოაგდეს,– იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.

„17 იანვარს, დაახლოებით 15:20 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით, ქალაქ სოლედართან კიდევ ერთი რუსული სუ-25 გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ერთეულმა",– ნათქვამია შეტყობინებაში.

მანამდე სუ–25–ის ჩამოგდების შესახებ უკრაინის გენშტაბი იტყობინებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S