Accentnews.ge
უკრაინამ ომის დროს ოკუპანტების მიერ გატაცებული 125 ბავშვის დაბრუნება მოახერხა – გერასიმჩუკი

უკრაინამ ომის დროს ოკუპანტების მიერ გატაცებული 125 ბავშვის დაბრუნება მოახერხა – გერასიმჩუკი

18/01/2023 06:26:50 ევროპა

უკრაინამ ომის დროს რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი 125 ბავშვის დაბრუნება მოახერხა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა-კომისარმა ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პროექტის „უკრაინა შენ ხარ“ გახსნისას განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ტყვეობაში ათასობით ბავშვი რჩება.

„ჩვენ შევძელით რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული თითქმის 14 000 ბავშვის მონაცემების დადგენა და გადამოწმება და, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათგან მხოლოდ 125-ის სახლში დაბრუნება მოვახერხეთ“, - აღნიშნა დარია გერასიმჩუკმა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 456 ბავშვი დაიღუპა, 897 - დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S