Accentnews.ge
ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის ფიგურანტი მზადაა, სქემის მონაწილეები დაასახელოს – მედია

ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის ფიგურანტი მზადაა, სქემის მონაწილეები დაასახელოს – მედია

18/01/2023 06:54:55 ევროპა

ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის ფიგურანტი, ყოფილი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანცერი დათანხმდა კორუფციული სქემების ყველა მონაწილის ვინაობის დასახელებას, მათ შორის იმ ქვეყნების, რომლებიც ქრთამს იძლეოდნენ.

როგორც BBC წერს, იტალიელი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანცერი ბელგიის პროკურატურასთან თანამშრომლობას დათანხმდა, სანაცვლოდ კი სასჯელის შემსუბუქება ითხოვა. საპროცესო გარიგების ამ ფორმას ბელგიის პროკურატურა ისტორიაში მეორედ გამოიყენებს.

ყოფილი ევროპარლამენტარი პანცერი ერთ-ერთია იმ ოთხ ბრალდებულს შორის, რომლებიც ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის ფარგლებში დააკავეს. ბრალდებულებს შორის არიან ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი ევა კაილი, მისი პარტნიორი ფრანჩესკო ჯორჯი და ლობისტი ნიკოლო ფივა-ტალამანკა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ქრთამის აღებაში მაროკოსა და კატარისგან, უკანონო ლობიზმის სანაცვლოდ. კატარი და მაროკო ბრალდებას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S