Accentnews.ge
ბროვარში ავიაკატასტროფას უკრაინის შსს–ს ხელმძღვანელობა ემსხვერპლა

ბროვარში ავიაკატასტროფას უკრაინის შსს–ს ხელმძღვანელობა ემსხვერპლა

18/01/2023 08:28:15 ევროპა

კიევის ოლქში, ბროვარში ავიაკატასტროფას უკრაინის შს სამინისტროს ხელმძღვანელობა ემსხვერპლა.

დაღუპულები არიან შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

"18 იანვარს დილით, ბროვარში ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა შსს-ს ხელმძღვანელობა: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი", - განაცხადა ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იჰორ კლიმენკომ.

მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია 16 დაღუპულის შესახებ, მათგან 2 ბავშვია. დაღუპულთაგან 9 ბორტზე იმყოფებოდა.

"საავადმყოფოში გადაყვანილია 22 დაშავებული, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე ყველა შესაბამისი და სპეციალიზებული სამსახური მუშაობს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს", - დასძინა პოლიციის უფროსმა.

საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი დავალებას ასრულებდა:

"სამწუხაროდ, ეს დაემართა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვეულმფრენს, რომელიც ასრულებდა თავის დავალებებს და დაფრინავდა. ასეთი შვეულმფრენების გარკვეული რაოდენობა ახლა უკრაინაში ასრულებენ დავალებებს ქვეყნის თავდაცვისთვის".

დღეს ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქში, ბროვარში ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა.

კიევის გუბერნატორის,ოლექსი კულებას განცხადებით, ტრაგედიის დროს ბავშვები და პერსონალი საბავშვო ბაღის შენობაში იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S