Accentnews.ge
დავადგინეთ „კადიროველის“ ვინაობა, რომელიც ხელმძღვანელობდა მაკეევკაში ადგილობრივების გატაცება–წამებას – უკრაინის სპეცსამსახური

დავადგინეთ „კადიროველის“ ვინაობა, რომელიც ხელმძღვანელობდა მაკეევკაში ადგილობრივების გატაცება–წამებას – უკრაინის სპეცსამსახური

18/01/2023 09:03:12 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დაადგინა „კადიროველი“, რომელიც ხელმძღვანელობდა ოკუპანტების „სადამსჯელო დანაყოფს“ ლუგანსკის რეგიონში და აწამებდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ჩეჩნეთში ეროვნული გვარდიის „ახმატის“ სწრაფი რეაგირების დანაყოფს ხელმძღვანელობდა და ნამდვილ სახელს მეტსახელი „ლობზიკით“ მალავდა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სვატოვოს რაიონის სოფელ მაკეევკას ოკუპაციის დროს, ოკუპანტმა ორგანიზება გაუწია ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება–წამებას. ამ მეთოდით ცდილობდნენ ოკუპანტები შიშის დანერგვას და რეგიონში წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობას:

„დადგინდა, რომ გასული წლის 12 აპრილს შვიდი კადიროველი მისი ხელმძღვანელობით, დასახლების „გაწმენდის“ მოტივით, ადგილობრივი მკვიდრის სახლში შეიჭრა. მათ დაზარალებულის ბინიდან მობილური ტელეფონები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ფული მოიპარეს, თავად ქალი კი შებოჭეს და სოფლის გიმნაზიის შენობაში გადაიყვანეს. იქ ქალისგან „აღიარება“ მოითხოვეს უკრაინის ჯარების სასარგებლოდ ქმედებებში. მსხვერპლის წინააღმდეგ ელექტროშოკერი გამოიყენეს, მეტალოპლასტმასის მილით სცემდნენ, შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში რადიატორზე ხელბორკილებით მიაბეს. გვიან ღამით კადიროველებმა დაზარალებული სახლში გაუშვეს, თუმცა მკვლელობის მუქარის ქვეშ მოსთხოვს თემის მცხოვრებლების შესახებ პირადი ინფორმაციის მიწოდება“.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქალმა უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრა მოახერხა.

დასახლების განთავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავებმა შეაგროვეს ჯგუფის ლიდერისა და მისი ქვეშევრდომების დანაშაულის მტკიცებულებები. გამოძიების თანახმად, კადიროველი ამჟამად იმყოფება დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, სადაც მეთაურობს ოკუპანტების ჯგუფს „ახმატ-ნეფტეპოლს“.

მას ედავებიან სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ არასათანადო მოპყრობას და ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, აგრეთვე ბრძანების გაცემას ამგვარი ქმედებების ჩადენის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S