
ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა
18/01/2023 09:56:00 ევროპა
უკრაინის შსს-ს ცნობით, კიევის ოლქში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია.
დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.
კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენი რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე.
იუწყებიან, რომ მინისტრი ცხელ წერტილში მიფრინავდა.