Accentnews.ge
„არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ ანაკლიის პროექტი იურიდიულ დავაში გადაიზარდოს, ამ შემთხვევაში იგი გაურკვეველი ვადით გაჩერდება“

„არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ ანაკლიის პროექტი იურიდიულ დავაში გადაიზარდოს, ამ შემთხვევაში იგი გაურკვეველი ვადით გაჩერდება“

30/10/2019 08:48:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით,  არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ ანაკლიის პროექტი იურიდიულ დავაში გადაიზარდოს.

„ვიტოვებთ იმედს, რომ ისევ მთავრობასთან ერთად, რადგან სხვანაირად არ გამოვა, დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, რადგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს. არ უნდა დაუშვას არცერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში გადაიზარდოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზადაა, ყველაფერი გავაკეთოს ამ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მომავლის პროექტია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S